ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მოტოციკლისტი ცენტრალურ გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მოულოდნელად მარცხნივ მოუხვია და მოტოციკლს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოხვევის მანიშნებელიც არ ჰქონდა ჩართული.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი. მას დაზიანებები აღენიშნება კიდურის არეში და დაბეჟილობები სხეულზე. პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით. რაც შეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ისინი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.