რუსთავში სამხედრო–სავალდებულო სამსახურს გირჩის მღვდელმსახურის მოწმობით 205–მა პირმა აარიდა თავი. რუსთავის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო ჯამში სხვადასხვა რელიგიური მოწმობის საფუძველზე ჯარში მსახურება 209 პირს გადაუვადდა. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გირჩის მღვდელმსახურების მოტივით 75 % –მა ჯარს თავი აარიდა. საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირები სამხედრო სავალდებული სამსახურისგან თავისულდებიან. გირჩის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მათ 8320 მოწმობა აქვთ გაცემული. პარტიამ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან წვევამდელების გასათავისუფლებლად ბიბლიური თავისუფლება 2017 წლის მარტში დააფუძნა.