რუსთავში ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა. ამის მიზეზი მაღალი ძაბვა იყო.როგორც ცნობილია, რუსთავში ელ.ენერგია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში აბონენტების გაფრთხილების გარეშე იყო გათიშული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.არ ფიქსირდება ტექნიკის დაზიანების შემთხვევაც.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო გამოძახებული.