რუსთავის სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევების სამსახურიდან 29 წვევამდელი გაიწვიეს

საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევები დაიწყო . რუსთავის სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევების სამსახურიდან 18-27 წლამდე ასაკის 29 წვევამდელი გაიწვიეს. წვევამდელები კომისიის წარმატებულად გავლის შემთხვევაში სასჯელაღსრულების , შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში განაწილდებიან . წვევამდელებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა და წარმატებები უსურვა. საშემოდგომო გაწვევები 8 აგვისტოს დაიწყო და 29 დეკემბერს დასრულდება .

შეგახსენებთ , პირი , რომელიც  სამხედრო სავალდებულო სამსახურის უწყის მიიღებს ვალდებულია 7-14 დღის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო გაწვევების სამსახურში  ან იქონიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების  საპატიო მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში  პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით ან 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით .სასჯელის მოხდის ან ჯარიმის გადახდის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მაინც აუცილებელია.