შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,  ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასაზღვრო სექტორ ვახტანგისის დასაცავ მონაკვეთზე, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, წარსულში მრავალჯერ ნასამართლები და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას  ბრალად  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაროტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება. დანაშაული 15-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას  განსაკუთრებით დიდი ოდენობით-3 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშალება ამოიღეს,რომელიც 1 კილო და 119 გრამ ჰერიოინს შეიცავს.