იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის მოწმობა არ გააჩნიათ, აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, რომელიც 1 ნოემბრამდე გრძელდება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება უფასოდაა შესაძლებელი.
„თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, სრულწლოვანი ან 2018 წ. 1 ნოემბრისთვის გისრულდებათ 18 წელი და ამასთანავე ხართ რეგისტრაციიდან მოხსნილი, ამის გამო გაუქმებულია თქვენი პირადობის მოწმობა და რეგისტრირდებით კონკრეტულ, იდენტიფიცირებულ მისამართზე; არ ფლობთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ არც ერთ აქტიურ დოკუმენტს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება უფასოდაა შესაძლებელი”- ნათქვამია განცხადებაში.
მთავარი ყველა საქართველო საქართველოს მოქალაქეებს 1 ნოემბრამდე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის უფასოდ აღება შეეძლებათ