საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი +28, +33 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.