სმიტების საჩუქარი საქართველოს – ემოციური ფოტო ღუდუშაურიდან

 სოციალური ქსელ ,,ფეისბუქში” წევრი ლევან თაქთაქიშვილი ფოტოებს აქვეყნებს. ფოტო მასალაზე ეტლია გამოსახული რომელიც ღუდუშაურის კლინიკას ხადას ხეობაში მოკლულმა ცოლ-ქმარმა ლორა და რაიან სმიტებმა  უსახსოვრეს.

,,ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავი, რომ გამოვდიოდი,ამ სავარძლით ქალი შემოიყვანეს. ნახეთ სავარძელს რა ეწერა. გული დამეწვა…სავარძელი არის, ისინი კი ასე წავიდნენ”.

შეგახსენებთ ლორა და რაიან სმიტებს  ამერიკა-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. ისინი წლების განმავლობაში მარნეულში ცხოვრობდნენ.

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს, 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც. რამდენიმე საათის შემდეგ ნახეს მათი 4 წლის შვილის ცხედარიც.

საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს გამოძიება.