სოფელი ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშე. ილმაზლოს მოსახლეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე წლებია პრობლემების მოგვარებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. სოფელში მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურაც. მოსახლეობამ დღეს პრობლემების მოგვარების მიზნით გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა და იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ადგილობრივები მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს უკვე მარნეულის მერიის შენობასთან აანონსებენ. რას პასუხობენ ილმაზლოს მცხოვრებლების პრეტენზიებს მარნეულის მერიაში -თემის დეტალები ქრონიკაში 20:30 საათზე.