უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

5 აგვისტოდან 7 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზღვისპირა ქალაქებში გამოიდარებს. 8 და 9 აგვისტოს კი გაწვიმდება, თუმცა ხანგრძლივი წვიმები მოსალოდნელი არ არის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 აგვისტოს ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. „ამ რიცხვებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც, 5 აგვისტოს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში.