ქვემო ქართლის გუბერნატორის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე TV4-ის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ მინისტრის განცხადებით მთავრობა გუბერნატორებს უახლოეს დღეებში ერთდოულად წარადგენს.TV4-ის ჟურნალისტის მეორე კითხვა, თემურ აბაზოვის საქმეს ეხებოდა,იმის თაობაზე, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები მარნეულის ყოფილი მერის მხარდასაჭერად აქციებს აანონსებენ. პრემიერის განცხადებით, ის არსებულ სიტუაციას კარგად იცნობს და საქმის მონიტორიგნი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მთავარი ყველა საქართველო ,,უახლოეს დღეებში ერთდროულად წარვადგენთ გუბერნატორებს”-პრემიერი TV4-ის კითხვებს პასუხობს