ქვემო ქართლის გუბერნატორის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე TV4-ის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ მინისტრის განცხადებით მთავრობა გუბერნატორებს უახლოეს დღეებში ერთდოულად წარადგენს.TV4-ის ჟურნალისტის მეორე კითხვა, თემურ აბაზოვის საქმეს ეხებოდა,იმის თაობაზე, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები მარნეულის ყოფილი მერის მხარდასაჭერად აქციებს აანონსებენ. პრემიერის განცხადებით, ის არსებულ სიტუაციას კარგად იცნობს და საქმის მონიტორიგნი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.