,,ფანჯარას ბადე ჰქონდა, მაგრამ ეტყობა მიაწვა გადმოვარდა”-რას ჰყვებიან 21-ე მიკრო რაიონში?!

რუსთავში  უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი 2 წლის გოგონაა.  როგორც მეზობლები TV4-თან საუბარში ყვებიან შემთხვევის დროს სახლში პატარას ბებია და ბიძა იმყოფებოდნენ.

,,ფანჯარა ბადით არის დაცული, თუმცა ეტყობა მიაწვა და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. სანამ სასწრაფო მოვიდა საკუთარი ძალებით ეცადნენ გადაყვანას საავამდყოფოში. დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს სამეზობლოში “- ამბობენ მეზობლები.

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი საათის წინ რუსთავში 2 წლის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.