ქალაქის ბიუჯეტს „რუსთავქალაქობა“ 122 500 ლარი დაუჯდება

რუსთავის მერიამ „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად, ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად , „რუსთავქალაქობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში, 15-იდან 22 სექტემბრამდე გაგრძელდება. სატენდერო პირობების თანახმად ირკვევა, რომ ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით გაიმართება. „რუსთავქალაქობის“ ფარგლებში იგეგმება ქართული ტრადიციული ხელოვნებისა და კულინარიის ფესიტვალის „ეთნოფესტი“ მოწყობა, ასევე ქუჩის სპექტაკლისა და ყველის ფესტივალები ;წარმოდგენილი იქნება ავტო შოუ,რომელსაც DJ არტისტი გააფორმებს; დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობები. კერძოდ ,მოეწყობა მხიარული სტარტები, კალათბურთისა და ფეხბურთის შეჯიბრებები. ქალაქის უბნებს შორის შეჯიბრებები გაიმართება  ჭადკარსა და ნარდში. გაიმართება მარათონული რბენა და ველო მარათონი.ბავშვებისთვის წამროდგენილი იქნება საბავშვო შოუ- პროგრამა  და ფერების ფესტივალი. ,,რუსთავქალაქობა 2018″  ორკესტრის თანხლებით გაიხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სატენდერო ხელშეკრულების საწყისი ღირებულება 122 500 ლარს შეადგენს.