ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს , ქუჩები ადგილობრივი წარმოების ბაზალტის ქვის ქვაფენილით მოპირკეთდება , რაც ისტორიულ უბანს ძველ იერსახეს შეუნარჩუნებს. გზის მოპირკეთების შემდეგ ქუჩებზე დამონტაჟდება გარე განათების ბოძები . სარემონტო სამუშაოებში ადგილობრივი წარმოების მასალა გამოყენებული და ადგილობრივი კადრია დასაქმებული .
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლნისის ისტორიულ უბანში რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება . პროექტის ღირებულება დაახლებით მილიონ ნახევარს შეადგენს.
მთავარი ყველა საზოგადოება ქალაქ ბოლნისში რამდენიმე ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს