ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი გახდა

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი გახდა.ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. პრემიერმა საქართველოს შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა.
უფრო კონკრეტულად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბახტაძემ შალვა კერესელიძე დანიშნა, ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება. შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორის თანამდებობა კი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. რაც შეეხება იმერეთს, აღნიშნული რეგიონის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.