,,ქსენონის” მოხუცებულების ექსკურსია ქალაქის მერთან ერთად

მოხუცებულთა სახლის კედლებიდან  მარტყოფის ღვთაების მონასტრამდე. 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, მამა ანტონ მარტყოფელის მიერ მეექვსე საუკუნეში დაარსებული მონასტერი დღეს „ქსენონის“ მოხუცებულებმა მოინახულეს. ექსკურსიაზე მოხუცებულებთან ერთად  ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა. მოხუცებულებმა მონასტრის სიწმინდეებს პატივი მიაგეს და მეექვსე საუკუნის ძეგლის ისტორიას გაეცნენ.ღვთაების მამათა მონასტრის მოლოცვის შემდეგ  რუსთავის უხუცესმა მოქალაქეებმა დრო ღია ცის ქვეშ გაატარეს.
როგორც მოხუცებულები ყვებიან, ქალაქის პირველი პირი ექსკურსიაზე თავად დაპატიჟეს.დაპირებამაც არ დააყოვნა -ირაკლი ტაბაღუა  ქალაქის ხანდაზმულებს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.