“ყველაზე საზარელი კატასტროფა ბოლო 100 წლის განმავლობაში”–წყალდიდობას 324 ადამიანი ემსხვერპლა (+ფოტო)

მეტეოროლოგების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში კერალას შტატში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 324-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, „ეს ყველაზე საზარელი კატასტროფაა ბოლო 100 წლის განმავლობაში“.
ძლიერი წვიმის გამო დაახლოებით 44 მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, ათეულობით ხიდია ჩანგრეული, 33 დამბა კი დატბორილია. შტატის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
სტიქიის ადგილას ასეულობით სამხედროა მობილიზებული, რათა დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენები და დაახლოებით 300 ნავია ჩართული.
შტატის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელის განცხადებით, დაახლოებით 233 ათასი ადამიანია განთავსებული სხვადასხვა ბანაკებში.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

Indian Navy loads relief items into helicopters and send additional rubberised boats and divers to flood affected areas.