V-VI საუკუნეებით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ქვემო ქართლში ყველაზე ძველ ნაგებობას წარმოდგენს. 2006 წელს მისი რეაბილიტაციის შემდეგ სოფელ აკაურთაში საუკუნეების მანძილზე შეწყვეტილი წირვა–ლოცვა აღდგა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ დღეს ეკლესიაში მაინც ხალხმრავლობა იყო. როგორ აღინიშნა ღვთისმოშბლის მიძინების დღესასწაული უძველეს ეკლესიაში.
მსხვილი თლილი კვადრატები, ნავი სვეტებით დანაწევრებული რელიეფის მქონდე ნაგებობა, რომელიც ორნამენტებისა და მორთულობის ხასიათით ბოლნისის სიონს ენათესავება ბოლნისის სოფელ აკაურთაში მეხუთე მეექვსე საუკუნეებით თარიღდება. ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2006 წელს ძეგლი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში არსებულ ძეგლთა სიაში შეიყვანა.
განადგურების პირას მყოფ ტაძარში გამაგრდა არქიტექტურა, აღდგა ეკლესიის სახურავიც, რის შემდეგაც ტაძარი მეუფე ეფრემმა აკურთხა. ამის შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საუკუნეების განმავლობაში შეწყვეტილი წირვა ლოცვა აღდგა. მიუხედავად, იმისა, რომ სოფელში სადაც ეკლესია მდებარეობს სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს, ღვთისმსახურება ყველა დღესასწაულზე აღევლინება. დღეს დილიდან ტაძარში ღვთისმსახურება ბოლნელი მთავარ ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
სოფელ აკაურთას დღეს ადგილობრივების გარდა მორწმუნეები ბოლნისის სხვა სოფლებიდანაც სტუმრობდნენ. მათი თქმით წლების წინ ეკლესია დანგრევის პირას იყო, 2012 წელს კი ტერიტორიზე დედათა მონასტერიც აშენდა.
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ადრინდელი ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიის ნიმუშს წარმოადგენს.შენობაზე შემორჩენილია რამდენიმე ძველი რელიეფური გამოსახულება და თაღების ნალისებური ფორმა, რა მხოლოდ ადრეულ ხანაში გვხდება. ჩრდილოეთის ფასადის მოჩუქურთმებული ქვები და ორნამენტული მორთულობა კი მაღალი ხარიხის ნამუშევარს წარმოადგენს.