ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ 23 წლის ბიჭი იმსხვერპლა. დაღუპული ახალწვეულია, რომელიც უქმეებზე ოჯახში იყო. ადგილობრივების თქმით, თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა, პოლიციას თავად ჩაბარდა.
„შემთხვევაში ბრალდებულ კაცს ნაკვეთი ჰქონდა. ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ღამით, სავარაუდოდ, გარეული ცხოველი ნაკვეთს უზიანებდა. რომ დაღამდა, სანადირო თოფით ჩაუსაფრდა – იძახდა, უნდა მოვკლაო. ამ დროს ჩამოუვლია მეზობლის ბიჭს, მას ცხოველში აერია და ესროლა“, – ამბობენ ადგილობრივები.
მომხდარზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.