შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა

სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით , შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ახალგაზრდამ ცივი იარაღით პაპა გულ-მკერდის არეში დაჭრა, ბებიას კი, ფიზიკურად გაუსწორდა.

ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დამხარება ჩაუტარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს. მას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.