ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომზე

„რუსეთი ავრცელებს, რამდენიმე პროპაგანდისტულ მითს, რომელსაც ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტების საქართველოში მაგალითად სალომე ზურაბიშვილი."

GEORGIA FRANCE

ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა – აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ეწევა პროპაგანდას იმისთვის, რათა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას სამხედრო ინტერვენციის გამო და ამაში მას წარმატები ეხმარება ბიძინა ივანიშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ასევე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის არის ივანიშვილის კადრი, რომელიც რუსეთის მსგავსად ასევე აქტიურად ამტკიცებს, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

„რუსეთი ავრცელებს, რამდენიმე პროპაგანდისტულ მითს, რომელსაც ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტების საქართველოში მაგალითად სალომე ზურაბიშვილი. კერძოდ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. როგორ შეიძლება ჩვენ დაგვეწყო ომი ჩვენს ტერიტორიაზე. წარმატების მოკვლა მაშინაც  იყო და ახლაც არის მთავარი ამოცანა და ნაწილობრივ მათ ეს შეასრულეს ივანიშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად რომელიც ახლა მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას. ივანიშვილმა არამხოლოდ მოხსნა საქართველოს საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგიდან. არამედ საერთოდ აღარ ახსენებს  იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სარკოზის შუამავლობით, რომლის თანახმადაც რუსეთმა აიღო ვალდებულება გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ივანიშვილი აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, ადამიანს რომელმაც დაადანაშაულა საქართველო ზუსტად გრაჩოვის სტილში, რომ ჩვენ თვითონ დავბომბეთ წითელუბანი. მიდის რუსული თამაში და საბოოლოოდ უნდა ჩააბეტონონ 2008 წლის აგრესიის შედეგები. საქართველო აუცილებლად  გაძლიერდება და იქნება წარმატებული. ეს არის ჩვენი მოვალეობა გიორგი ანწუხელიძის და სხვა გმირების წინაშე,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.