ცემენტის მწარმოებელი კომპანიები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ცემენტის მწარმოებელმა კომპანიებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს . მათ წარმოებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს . მწარმოებლების ინფორმაციით, თითქმის ორი კვირაა ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი იმპორტიორი ნედლეული,  კლინკერი ქვეყანაში ვერ შემოდის და 30-მდე ქარხანამ ფუნქციონირება შეაჩერა . მათივე თქმით კლინკერის იმპორტის შეფერხება ხელოვნურად ხდება.მწარმოებლები მონოპოლიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ,,ჰაიდელბერგ ცემენტი” ერთდერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც ნედლეულს აწარმოებს და კლინკერის იმპორტის შეფერხებაც სწორედ მისი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ცემენტის მწარმოებლებმა პრემიერ მინისტრს, ეკომონიკის მინისტრსა და ბიზნეს ომბუდსმენს უკვე მიმართეს და პრობლემის გადაჭრის ხედვები შესთავაზეს . მწარმოებლების თქმით თუ მთავრობა აღნიშნულ პრობლემას გონივრულ ვადებში ვერ გადაჭრის პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ და 22 აგვისტოდან სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ქრონიკამ აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი რამდენიმე დღის წინ მოამზადა , რის შემდეგაც საბაჟოზე გაჩერებული ნედლეული , კლინკერი ქვეყანაში მხოლოდ ერთხელ შემოვიდა.