ცემენტის მწარმოებელი 30 ქარხანა კვლავ გაჩერებულია. ქარხნების მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი იმპორტირებული ნედლეული, კლინკერი ქვეყანაში ვერ შემოდის და საბაჟოზე არის გაჩერებულია.ცემენტის მწარმოებლები მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.“მშენებელი 2004 „ მენეჯმენტში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ კლინკერის იმპორტის შეფერხება ხელოვნურად ხდება.მწარმოებლები მონოპოლიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ,,ჰაიდელბერგ ცემენტი” ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც ნედლეულს აწარმოებს და კლინკერის იმპორტის შეფერხებაც სწორედ მისი ინტერესებიდან გამომდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მათ აქვთ შესაბამისი დასკვენები და მტკიცებულებებიც, რომელიც აღნიშნულ ეჭვებს ამყარებს. ცემენტის მწარმოებლები ამბობენ, რომ თუკი მთავრობა პრობლემას არ მოაგვარებს, 30–მდე ქარხანა წარმოების გაგრძელებას ვერ შეძლებს და დაიხურება. ასობით ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩება. მშენებელი 2014 ის დამფუძნებლისა და დირექტორის თქმით, მონოპოლიის ხელშეწყობა ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროსაც ხდებოდა და ახლაც გრძელდება. ქარხნის ხელმძღვანელი დაპატიმრებულიც იყო, თუმცა მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებებისა, რომელიც მაისურაძების ოჯახის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი, ამ დრომდე აღნიშნულის აღსრულება არ მომხდარა.
ცემენტის მწარმოებლები მასშტაბურ საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ და აცხადებენ, რომ 29 აგვისტოდან მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციები დაიწყება.