ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.
“უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი,” -ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტების შეკითხვას თუ რა პოზიცია აქვს ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით.