დიდ დიღომში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე პოლიცია გამოკითხვებს აწარმოებს.
“სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე, დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადეს შსს-ში.