მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს 90 საარჩევნო უბანი გაიხსნება.საარჩევნო უბნებს კიდევ ერთი დაემატა, რომელიც სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნება.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევად 30 აგვისტოს კონკურსი გამოცხადდება, რის შედეგადაც საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრიანი შემადგენლობა დამტკიცდება.2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციისთვის განაცხადების წარდგენა 8 სექტემბრამდე შეუძლიათ. მარნეულის მუნიციპალიტეტში 98 ათას 400 ამომრჩეველია რეგისტრირებული.