წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ბ.ი.-ს და მ.ს.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში, 5,180 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.