წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებლებს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვა მოეთხოვებათ

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მაუწყებლები ვალდებული ხდებიან, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში და არჩევნების გაშუქების დროს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი დაიცვან.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებელი, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით.

ამასთან, 8 სექტემბრიდან ძალაში შედის ნორმები, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითვალისწინებს.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ხვალიდან – 29 აგვისტოდან იწყება.