1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5694 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5694 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5339 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0355 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9242 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9061 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0181 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.