უშგულში 19 წლის ბიჭი კოშკიდან გადმოვარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისკენ უკვე მიემართება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოითხოვა, რადგან ახალგაზრდის ტრანსპორტირება სამედიცინო პუნქტამდე ავტომობილით შესაძლოა, მისი სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო.
ჯერჯერობით მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.