2 სექტემბერს ბოლნისის ,,სიონი” რუსთავის ,,რუსთავს” დაუპირისპირდება

ბოლნისის „სიონი“ მორიგ შეხვედრას რუსთავის „რუსთავის“ წინააღმდეგ 2 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს .

ეროვნული ლიგა 1-ის 22 -ე ტურში ერთმანეთს ბოლნისის „სიონი“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრე ანგარიშით – 0:0 დასრულდა . მატჩი დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბოლნისის სიონის კაპიტანს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა .

ეროვნული ლიგის 22 ტურის შემდეგ  სატურნირო ცხრილში „სიონი”  20ქულით მერვე ადგილზეა და „რუსთავს „ 2 ქულით ჩამორჩება .