4400-ზე მეტმა წვევამდელმა ჯარს თავი გირჩის მღვდელმსახურის მოწმობით აარიდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვეული წვევამდელების 75-მა პროცენტმა ჯარს თავი გირჩის მღვდელმსახურის მოწმობით აარიდა.უწყების ინფორმაცით, 2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5 914 წვევამდელიდან 4 406-მა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე თავის ასარიდებლად ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის ცნობა გამოიყენა.

2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით,”გირჩს” 8 320 მოწმობა აქვთ გაცემული. პარტიამ სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან წვევამდელების გასათავისუფლებლად ბიბლიური თავისუფლება 2017 წლის მარტში დააფუძნა.

შეგახსენებთ , საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირები სამხედრო-სავალდებულო სასმახურისგან თავისუფლდენიან.