8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქში ღონისძიებები დილიდან დაიწყო. დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის აგრესიის დროს დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს ვახტანგ გორგასლის ეკლესიაში დაესწრნენ. ამის შემდეგ ქალაქის პირველი პირები გმირთა მემორიალთან გადაინაცვლებენ და მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. გმირთა მემორიალთან საქართველოს ჰიმნით და პატრიოტული თემატიკის სიმღერებით საზოგადოების წინაშე წარსდგება ანსამბლი „მე რუსთველი“ . დღის დასარულს, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში დაღუპული გმირების , 8 აგვისტოს ომის ფოტოებისა და დაღუპულთა პირადი ნივთების გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე იგეგმება გმირების ცხოვრების შესახებ ვიდეო რგოლის ჩვენება. ღონისძიებს კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები, სამხედროები და ყოფილი მებრძოლები დაესწრებიან.