„I see you-summer town” ახალგაზრდული პროექტი ქობულეთში (+ფოტო)

პროექტი 23 ივლისს დაიწყო და 1-ლ სექტემბერს დასრულდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ყველაზე დიდი ახალგაზრდული საზაფხულო პროექტის, „I see you-summer town” ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტის 10 000 ახალგაზრდას მასპინძლობს. პროექტი „სტუდენტური პარლამენტისა“ და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ორგანიზებით ხორციელდება.

საზაფხულო ქალაქის თითოეული ნაკადის მონაწილეს, 5 დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა : საინტერესო ლექციები ღია სივრცეში, ინტელექტუალური თამაშები, მოწვეული უცხოელი ლექტორების მიერ ჩატარებული ტრენინგები და სხვა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიგა ჯღარკავამ „ახალგაზრდული საზაფხულო ქალაქის“ ორგანიზატორების მოწვევით ლექცია წაიკითხეს თემაზე: „ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ თვითმართველობაში.“
მათ ისაუბრეს საკრებულოს მუშაობის ძირითად პრინციპებზე, ღია მმართველობის სტრატეგიასა და გენდერულ თანასწორობაზე. საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობა არჩევნების პროცესში.
,,მმართველი გუნდისა და რუსთავის საკრებულოს ორიენტირი სწორედ ახალგაზრდები არიან, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ხვალინდელი დღე’’ -განაცხადა ლევან ონიანმა.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა. საზაფხულო პროექტის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე, რომლებიც ძირითადად, ახალგაზრდების საჯარო სამსახურში ჩართულობის შესაძლებლობას შეეხებოდა.

პროექტი 23 ივლისს დაიწყო და 1-ლ სექტემბერს დასრულდება.