ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა-ქალი ადგილზე გარდაიცვალა

შეჯახების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში,ბელიაშვილის ქუჩაზე .ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, შუახნის ქალი ადგილზე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით,გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.