გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით გამოაქვეყნა. სტატისტიკური ანალიზის სრულად ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

რაც შეეხება აბიტურიენტების მიერ სხვადასხვა საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალხვის მაჩვენებელს, მონაცემები ასეთია:

ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 93.88%-მა; გეოგრაფიაში – 90.03%-მა; ისტორიაში – 94.09%-მა; სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაში – 94.19%; უცხო ენებში – 96.25%-; მათემატიკაში – 76.27%; ლიტერატურაში – 89.59%; ქიმიაში – 77.74%; ბიოლოგიაში – 92.83%; სამოქალაქო განათლებაში – 77.90%.

ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკური ანალიზი 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენეტების 86,75%–მა გადალახა, 13%–ზე მეტი კი ჩაიჭრა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2018 წლის აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა.

პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დრო.

ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდეს.