ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული გენერალ ქუთათელაძის მეუღლე სამართალდამცავებს მადლობას უხდის. მეგი სირბილაძე ამბობს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდა. მისივე განცხადებით, ოჯახისთვის ცნობილი იყო, რომ მკვლელი გიორგი ჭანტურია იყო, რადგან სიმონ ქუთათელაძეს კონფლიქტი სხვა პირთან არ ჰქონია.
მეგი სირბილაძე ასევე განმარტავს, რომ მის მეუღლესა და დაკავებულ ჭანტურიას შორის დავა რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ის ბიზნესწილებს უკავშირდებოდა.
,,დამთავრდა სწორად წარმოებული გამოძიება ობიექტური შედეგით. მინდა მადლობა გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველას, ვინც მონაწილეობდა საქმის გამოძიებაში. ვიცოდით, რომ მკვლელი დაკავებული პიროვნება იყო რადგან მასსა და ჩემს მეუღლეს შორის არსებობდა დიდი ხნის ფინანსური უთანხმოება და ეს იყო მკვლელობის მოტივიც. ჩემს მეუღლეს სხვა პიროვნებებთან კონფლიქტი არ ჰქონია. ეს არის ჩემი პასუხი დაკავებული პირის ოჯახის წევრის განცხადებაზე, თითქოსდა ჩემს მეუღლეს არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონფლიქტი. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო გაითვალისწინებს გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ ყველა დეტალს და დამნაშავე დაისჯება უმკაცრესი ზომით”.
ის სასამართლო პროცესების ობიექტურად ჩატარების და გიორგი ჭანტურიას უმკაცრესად დაისჯის იმედს გამოთქვამს.