ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სტიქიური უბედურებების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუტოპო ნუგროჰომ განაცხადა.
მისივე თქმით, მიწისძვრამ კუნძულს „მასიური“ ზარალი მიაყენა. სტიქიის შედეგად ათასობით სახლი განადგურდა. განხორციელდა რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია.
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ მთავრობას, პოლიციას და სამხედროებს სამაშველო ოპერაციის დაჩქარება დაავალა.