ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ქუჩაში გამვლელმა იპოვა. 38 წლის მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტზე გამოძიებას სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.