ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში რუსთაველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. რუსთავის სიონში მარიამობის წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული მიულოცეს.