როგორი ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი

29-30 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაინებში +28, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს. 1 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.
31 აგვისტოს და 1 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რუსთავში, 29 – 30 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.