2024 წლისთვის რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 120 აღმზრდელ-პედაგოგის სერთიფიცირება და 48 ახალი საბავშვო ჯგუფის დამატება უნდა უზრუნველყოს.ამის შესახებ დღეს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. საკრებულოს სხდომაზე მხარდაჭერის შემთხვევაში , რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფებში აღმზრდელ პედაგოგების აღმზრდელების რაოდენობის, კანონმდებლობის მოთხოვნასთან თავსებადობის გეგმის დამტკიცება მოხდება. ახალი ჯგუფების დამატება და პერსონალის გადამზადების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. გეგმის მიხედვით უკვე 2019 წლისთვის ბაღებში შვიდი დამატებითი ჯგუფი უნდა შეიქმნას.