საოლქო საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრის შესარჩევად კონკურს გამოაცხადებს. საბუთების მიღება რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 აგვისტოს დაიწყება. ამის შესახებ ქრონიკას რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა განუცხადა, მისივე თქმით, მსურველებმა სპეციალური განაცხადით უნდ მიმართონ საოლქო კომისიას და შესაბამისი ფორმა შეავსონ. გაგა აფციაურის თქმით, საოლქო კომისიაში განაცხადების მიღება ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა სამუშაო საათებში არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის ჩანიშნული. რუსთავის მასშტაბით 84 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი.