რუსთავში ძველი ლიფტები შესაძლოა ბელარუსში წარმოებული ელევატორებით ჩანაცვლდეს (+ფოტო)

რუსთავის მერის თქმით, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მხარეები კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდებიან.

რუსთავში მოძველებული და ამორტიზებული ლიფტები შესაძლოა ბელორსუსში წარმოებული ელევატორებით ჩანაცვლდეს. ამის შესახებ დღეს რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში ბელარუსის ელჩის მიხაილ მიატლიკოვის, რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუასა და პარლამენტის წევრ, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ  გიორგი ბეგაძის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

იდეა ჯერ დამუშავების დონეზეა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პროექტი რუსთავში წარმატებით განხორციელდეს.

მხარეებმა ბელარუსსა და რუსთავს შორის ურთიერთობის გარღმავების მომავალ გეგმებზეც ისაუბრეს. უფრო კონკრეტულად თანამშრომლობა იგეგმება ბიზნესის და ინვესტირების მიმართულებებითაც.

რუსთავის მერის თქმით, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მხარეები კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდებიან.