საბერძნეთში კვლავ ტყის ხანძარი მძვინვარებს. როგორც სააგენტო reuters წერს, საბერძნეთის კუნძულ ავიაზე დაწყებული ტყის ხანძრის გამო ორი სოფლის მოსახლეობა და ტურისტები არიან ევაკუირებულნი.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ფიჭვოვან ტყეში, სავარაუდოდ, გვალვის გამო გაჩნდა. ამასთან, ძლიერი ქარი ცეცხლს სწრაფად გავრცელებაში უწყობს ხელს.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ევაკუირებულია სოფლები სტავროსი და კონტოდესპოტი, რომლებიც ათენიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. ამ ეტაპზე ხანძარს 21 სახანძრო მანქანა და 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს.
შეგახსენებთ, საბერძნეთში ძლიერ ხანძრებს ცოტა ხნის წინაც ებრძოდნენ. საკურორტო ზონებში 23 ივლისს გაჩენილმა ტყის ხანძრებმა 91 ადამიანი იმსხვერპლა, 25 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.