სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ფერმერებს შეხვდნენ

საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლები გარდაბნელ ფერმერებს და მცირე მეწარმეებს შეხვდნენ. სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა მეწარმეებს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმული და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ფერმერებისგან იმ პრობლემებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ საქმიანობის დროს ექმნებათ.

ფერმერების დაიტერესების სფეროს წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული ნაწარმის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი, ასევე ფერმერებმა მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლის მიმართულებით ჩასატარებელი ღნისძიებების აუცილებლებლობაზე ისაუბრეს.

სავაჭრო პალატა მსგავს შეხხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს.