სიახლეები,რომლებიც რუსთაველ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან ელოდებათ

რუსთავის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს შეუფერხებლად დაწიყება-ამის შესახებ tv4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განცუხადეს. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები #15-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, თუმცა როგორც  რესურცენტრში აცხადებენ, ახალი სასწავლო წლისთვის პროცესი დასრულდება და 17 სექტემებრს  ყველა საჯარო სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას.   რაც შეეხება პორტატულ კომპიუტურებს, ეგრეთწოდებული ბუკები რუსთავის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე გადაეცა. სკოლებს უკვე შერჩეული აქვთ ასევე გრიფირებული სახელმძღვანელოები.შეგახსენებთ,ახალი სასწავლო წლიდან  , 1-6 კლასის ჩათვლით  ძველი სახელმძღვანელოები გრიფირებული სახელმძღვანელოებით  ჩანაცვლდა,შესაბამისადამ ამ  ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები,ახალი სასწავლო წლიდან სრულად განახლებულ წიგნებს მიიღებენ.