ბოლნისში სტიქიის შედეგებს ითვლიან. მუნციპალიტეტში შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია ყველა იმ მისამართზე ჩაატარებს მონიტორინგს, სადაინაც მუნიციპალიტეტში შეტყობინება შევიდა.
ბოლნისის მერის მოადგილის თქმით, წელს რეგიონში ძლიერი სტიქია უკვე მესამედ დაფიქსირდა და ყველა შემთხვევაში მოხდა შესაბამისი რეაგირება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს რვა სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სვიმამ,სეტყვამ და ქარმა ზიანი მიაყენა. სოფლებში საკამიდამო ნაკვეთები, ვენახები და სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები განადგურდა. სოფელ ქეშში კი სტიქიამ საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ჩამსხვრეულია ფანჯრები. მუდმივმოქმედი კომისია მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე მისამართებზე ვითარებას შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მერია დაზარალებულებს დაეხმარება. ამ დროისთვის უცნობია ზარალის ოდენობა.