ქვემო ქართლის გუბერნატორი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებში იმყოფებოდნენ და მოსახლეობას პრობლემების გადაჭრის გზებზე და სამუშაო მიმართულებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
მოსახლეობის თქმით,ამ დრომდე გზებისა და საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, მოსახლეობის ნაწილს კი ბინების დაუკანონებლობის გამო ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა ექმნება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას კონკრეტული დაპირებები მისცეს და პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო პროცედურებზე მიაწოდეს ინფორმაცია.